პროექტები

2023 წლის 26 დეკემბერს ქ. თბილიში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო საგრანტო ხელშეკრულება № 01-001-2023, რომლის საგანია კონკურსის შედეგად საგრანტო განაცხადის წარმომდგენ სუბიექტს, გადაეცეს ფულადი სახსრები პროექტისათვის „უსინათლო და მცირემხედველი პირების თანაბარი და დისტანციური ხელმისაწვდომობა იურიდიულ ლიტერატურასა და ქართულ სამართლებრივ ნორმებზე“. პროექტი მიზნად ისახავს 6 თვის განმავლობაში აქტივობების განხორციელებას, ხელშეკრულების დანართის შესაბამისად
2023 წლის 25 ოქტომბერს ქ. სენაკში დაიდო საგრანტო ხელშეკრულება # 1 სენაკის მერთან არსებულ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და „აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საფუძველზე გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს გადასცემს ფულად სახსრებს პროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა“ ფარგლებში პროექტის „უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციართა თანაბარი და დისტანციური ხელმისაწვდომობა ქართულ და ქართველურ (მეგრულ) მხატვრულ ლიტერატურაზე“ განსახორციელებლად
აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირმა „ჰერა“-მ საქართველოში ჩინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების თანაბარი ხელმისაწვდომობა ძველი ჩინური პოეზიის მარგალიტებზე“ (დუ ფუ, ლი პო, ლუ იუ, სუ ში და სხვა). პროექტის ფარგლებში გამოშვებულ იქნა 50 ცალი აუდიო წიგნი, რომლებიც დაურიგდათ ქ. თბილისის 202 საჯარო სკოლის (უსინათლოთა სკოლა-პანსიონი) მოსწავლეებს
2023 წლის 5 ივლისს ქ. თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება № 2023.123. მის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმის ჩაწერა აუდიო ფაილების სახით
2023 წლის 15 ივნისს ქ. თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ # 06/45. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებამოვალეობების აუდიო ჩანაწერის მომზადება შვიდ ენაზე (ქართული, ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, რუსული და სპარსული) და კომპაქტ-დისკებზე ჩაწერა
ნორვეგიის სამეფოს საელჩოსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის ქ. თბილისში 2023 წლის 09 ივნისს დაიდო ხელშეკრულება # QZA151000. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების თანაბარი ხელმისაწვდომობა ნორვეგიელი საბავშვო მწერლის ანე-კატერინე ვესტლის ნაწარმოებზე „მამა, დედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. პროექტის ფარგლებში გამოცემულ იქნა 50 ცალი აუდიო წიგნი, რომელიც დაურიგდათ ქ. თბილისის 202 საჯარო სკოლას (უსინათლოთა სკოლა პანსიონი) მოსწავლეებს
2023 წლის 31 მაისს ქ. ზუგდიდში დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება № 169 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანია „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგიის 2022-2026“ წლების ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „EU4Culture” პროექტით გამოყოფილი გრანტით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისგან „მეგრული ხალხური ზღაპრები“-ის (გამომცემლები კორნელი დანელია და აპოლონ ცანავა, თბილისი,1991 წელი) მეგრულ ენაზე აუდიო წიგნის სახით გამოცემის უზრუნველსაყოფად გახმოვანებისა და CD პრინტაბელურ დისკებზე ჩაწერის მომსახურების შესყიდვა
2023 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში დაიდო ხელშეკრულება # 00014271 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. სამინისტროში წარმოდგენილი პროექტის „თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია“ შესაბამისად, განმახორციელებელმა უზრუნველყოს კონსტანტინე გამსახურდიას პიესის „დავით აღმაშენებელი“ და მწერალ გურამ ბათიაშვილის პიესის „რომა და ჯულია“-ს აუდიო სპექტაკლების ჩაწერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით. პროექტის განხორციელების თარიღია 01.06.2023 – 01.08.2023
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის 2023 წლის 5 აპრილს დაიდო ხელშეკრულება №08.09/15. მისი საგანია პროექტის „თბილისის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მონოგრაფიის გამოცემა აუდიო წიგნების სახით“ განხორციელების დაფინანსება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის აუდიო წიგნების მომზადება, რომლებიც CD დისკებისა და ფლეშ-მეხსიერების ბარათების სახით შეიქმნება და გავრცელდება ქ. თბილისის # 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა სკოლა პანსეონი), საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრებში. იმავდროულად აუდიო წიგნები აიტვირთება ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“-ს აუდიოაპლიკაციებში, რომლებიც უსინათლო და მცირემხედველ ბენეფიციარებისათვის იქნება უფასო
2022 წლის 10 დეკემბერს აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირს „ჰერა“ გადაეცა სერტიფიკატი ბიზნეს დაჯილდოებაში „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“ მონაწილეობისათვის. დაჯილდოება გაიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით
2022 წლის 28 ნოემბერს ქ. თბილისში სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა“ და ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო საგრანტო ხელშეკრულება G/M/2022/3. პროექტის მიზანია უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარების ჩართულობის გაზრდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მათი ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აუდიო წიგნების გამოშვება და ტირაჟირება 100 ცალის ოდენობით
2022 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისში დაიდო ხელშეკრულება CIGZ4F370DF2EF საქართველოში იტალიის საელჩოსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ "ჰერა"-ს შორის.ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის" ("ჯოჯოხეთი" და "სალხინობელი") კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ვერსიის კომპაქტ-დისკების ფორმისა და ბრაილის შრიფტით ადაპტირებული გარე ყდის მქონე 50 ცალი აუდიო წიგნის ჩაწერის ხარჯების ანაზღაურება
2022 წლის 15 ივლისს ქ. თბილისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“- ს შორის დაიდო ხელშეკრულება # 00028136. ხელშეკრულების საგანია პროექტის „უსინათლო და ყრუ პირთა თანაბარი და დისტანციური ხელმისაწვდომობა კუტურის პროდუქტებზე - აუდიო პიესებსა და აუდიოვიზუალურ წიგნებზე“ განხორციელების მიზნით ფინანსური ხელშეკრულების უზრუნველყოფა. დაფინანსდა გრიგოლ რობაქიძის პიესები „ლამარა“ და „ლონდა“; ასევე ქართული ხალხური ზღაპრის „წიქარა“-ს აუდიოვიზუალური წიგნის (ვიდეო კომიქსის) გამოშვება სუბტიტრების თანხლებით. პროექტის ფარგლებში გამოიცემა 50 ცალი CD და DVD დისკების სახით აუდიო პიესები და აუდიოვიზუალური წიგნები
2022 წლის 13 მაისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ "ჰერა"-ს შორის დაიდო ხელშეკრულება # 080801/27. ხელშეკრულების საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ასიგნებათა ფარგლებში გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან "ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა (კოდი 080801), "აუდიო-ვიზუალური სტუდია "ჰერა"-ს განვითარება" განხორციელების ხელშეწყობა (დაფინანსება)
2022 წლის 18 აპრილს ქ. თბილისში დაიდო ხელშეკრულება ხელშეკრულება # 10/კ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კავშირ „ჰერა“-ს მიერ დაარსებულ სოციალურ საწარმო აუდიო-მულტი სტუდია „ჰერა“-ში გახმოვანება და CD პრინტაბელურ კომპაქტ-დისკებზე აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებების კრებულის ჩაწერა აუდიო წიგნების სახით
2021 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება # 08.09/65. ხელშეკრულების საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამიდა „შემოქმედითი თბილისი“, პროექტის „ქ. თბილისის შესახებ შექმნილი მხატვრული ტექსტებისა და მემუარების გამოცემა აუდიო წიგნების სახით“ განხორციელების ხელშეწყობა
2021 წლის 01 ივლისს ქ. ბათუმში დაიდო ხელშეკრულება № 10 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პროგრამის „კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა“, კომპონენტის „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერა“ ფარგლებში გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს პროექტის „უსინათლო პირების თანაბარი და დისტანციური ხელმისაწვდომობა აჭარის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე განსახორციელებლად
2021 წლის 21 ივნისს ქ. თბილისში დაიდო ხელშეკრულება № 9 აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებების კრებულის ჩაწერა აუდიო წიგნების სახით და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კავშირ „ჰერა“-ს მიერ დაარსებულ სოციალურ საწარმო აუდიო-მულტი სტუდია „ჰერა“-ში გახმოვანება და CD პრინტაბელურ კომპაქტ-დისკებზე აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებების კრებულის ჩაწერა აუდიო წიგნების სახით „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამის („ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა“) ფარგლებში
2021 წლის 15 თებერვალს დაიდო სამმხრივი ხელშეკრულება ლტოლვილთა დანიის საბჭოს „შეგირდობის პროგრამა ZUG-003 12020-B” ს წარმომადგენლობასა და საქართველოში ა(ა)იპ სოციალური საწარმო „ჰერა“-სა და შეგირდებს შორის. შეთანხმების საგანს წარმოადგენს 18-24 წლამდე დევნილი ახალგაზრდების 10 თვიანი სამუშაო პრაქტიკა და უნარების განვითარების შესაძლებლობები დაფინანსებულ საწარმოებში. შეგირდების პროგრამას გაივლის 3 იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, რომელთაგან ერთი-ერთი ცხოვრობს კონფლიქტის საზღვრისპირა რეგიონში
2020 წლის 02 სექტემბრის თვეში დაიდო ხელშეკრულება, რომელიც მხარესაც წარმოადგენდა ერთის მხრივ, ლტოლვილთა დანიის საბჭო და მეორეს მხრივ ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა გაძლიერებული კომპიუტერული ტექნიკა სტუდიის მულტი მიმართულების განვითარების ხელშეწყობისა და საბოლოო ადაპტირებული პროდუქტის (ვიდეო კომიქსები, მულტი წიგნები) მიღების მიზნით
2020 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-სა და საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ. ხელშეკრულების ფარგლებში აუდიო წიგნებად გამოშვებულ იქნა იტალიელი მწერლის ჯანი როდარის ნაწარმოებები: „ჩიპოლინო“ და „ჯელსომინო საოცრებათა ქვეყანაში“
2020 წლის 21 სექტემბერს ქ. თბილისში გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი #2 აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-სა და შპს „უნივერსალ კონსულტინგს“ შორის გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის დაკვეთით. ამ აქტის შედეგად კავშირის მიერ აუდიო ფაილების სახით, ჩაწერილ იქნა „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“ და „ბავშვის უფლებათა კონვენცია“. უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარებისათვის ტირაჟირებულ იქნა აუდიო წიგნები, რომელთა გარე ყდა გაფორმებული დიზაინით, ადაპტირებულია ბრაილის შრიფტით. ასევე გამოშვებულ იქნა აუდიო წიგნები 1გბ -იანი ფლეშ-მეხსიერების ბარათის სახით.
2020 წლის 8 ივნისს დაიდო ხელშეკრულება № 08.13./4 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. პროექტი „უსინათლო და მცირემხედველ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაზე“ მიზნად ისახავს აუდიო წიგნების მეშვეობით საქართველოს სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირების (უსინათლო, მცირემხედველი) ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი ისტორიკოსების ოთარ ჯანელიძის, ალექსანდე დაუშვილისა და მირიან ხოსიტაშვილის მიერ გამოცემული სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოების „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში“ აუდიო წიგნად გამოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2019 წლის 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციასა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება # 03/12/19-101. მის საგანს წარმოადგენს შობა-ახალი წლის აღსანიშნავად ბავშვთა სახლებისათვის განკუთვნილ სასაჩუქრედ გადასაცემი აუდიო წიგნების CD დისკების სახით შესყიდვა. სულ ტირაჟირებულ იქნა 20 სახეობის 1000 ცალი აუდიო წიგნი (ქართული და უცხოური ხალხური ზღაპრები).
2019 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება № 12/11/19-101. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრისთვის საჩუქრად გადასაცემი ადაპტირებული (აუდიო) წიგნების შესყიდვა. პროექტის ფარგლებში CD დისკებზე და ფლეშ მეხსიერების ბარათებზე მომზადებულ იქნა ჩანაწერები, რომელიც ეხება ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ავტორი აკაკი ბაქრაძე. პროექტის ფარგლებში სულ მომზადებულ იქნა 40 ცალი CD დისკი აუდიო წიგნების სახით და 10 ცალი ჩაწერილი ფლეშ- მეხსიერების ბარათზე.
2019 წლის 5 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კავშირ „ჰერა“-ს მიერ 1. „ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევის“ აუდიო ჩანაწერის მომზადება CD დისკებზე და ფლეშ მეხსიერების ბარათებზე; 2. „აუცილებელი ინფორმაცია ევროკავშირში მიმოსვლის შესახებ“ - აუდიო ჩანაწერის მომზადება CD დისკებზე და 3. ბროშურის „აუცილებელი ინფორმაცია ევროკავშირში მიმოსვლის შესახებ“ მომზადება ბრაილის შრიფტით.
2019 წლის 15 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება # 1129 (ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე) ერთი მხრივ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მეორეს მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. პროექტის „საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა მატერიალურ-კულტურული ნიმუშების ჩაწერა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აუდიო წიგნების სახით“ განხორციელების მიზნით ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში გამოვუშვებთ 200ცალ აუდიო წიგნს.
2019 მარტს ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავთან დაკავშირებით დემიკო ლოლაძის მიერ შედგენილი წიგნის „უკვდავებაში გარდასული სიცოცხლის აუდიო ჩანაწერების მომზადებაზე და აუდიო წიგნებად გამოშვებაზე CD დისკების სახით.
2018 წლის 19 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად სოციალურ საწარმოში აუდიო-მულტი სტუდია „ჰერა“ სსიპ იუსტიციის სახლის დაკვეთით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის აუდიო ჩანაწერების სახით მომზადებულ იქნა სახელმძღვანელო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“. შემდგომში ეს სახელმძღვანელო გამოშვებულ იქნა აუდიო წიგნების სახით (CD დისკები და 1 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების ბარათები). ბიუჯეტი შეადგენს 1347, 93 (ერთი ათას სამასორმოცდაშვიდი ლარი და 93 თეთრი) ლარს.
2018 წლის 16 ოქტომბერს ქ. თბილისში საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთსა“ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. მის საგანს წარმოადგენს აუდიო წიგნების დამზადება და გავრცელება აფხაზეთის საჯარო სკოლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში. სულ დამზადებულ იქნა 100 ცალი ქართველი და აფხაზი მწერლებისა და პოეტების მხატვრული ნაწარმოებები აუდიო წიგნებად ქართულ და აფხაზურ ენებზე.
2018 წლის 19 ივნისს ქ. თბილისში გაფორმდა ხელშეკრულება № 121502018–13 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“–ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის აუდიო ჩანაწერის მომზადება და აუდიო წიგნების ტირაჟირება. ამით დაცულ იქნა უსინათლო და მცირემხედველი პირების თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი ინფორმაციასა და მხატვრულ ლიტერატურაზე.
2018 წლის 30 მარტს ქ. ბათუმში დაიდო ხელშეკრულება # 09 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქვეპროგრამის “კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ „ჰერა“–ს შორის. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „შემსრულებელი“ თანახმაა განახორციელოს ამ ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით (# 01 14.03.2018) შერჩეული პროექტის „უსინათლო და მცირემხედველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა მხატვრულ ლიტერატურაზე“ ორგანიზება. პროექტის განხორციელების ვადაა 01.04.2018 წლი – 01.06.2018 წელი. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 5700 (ხუთი ათას შვიდას) ლარს. პროექტის ფარგლებში გამოშვებულ იქნა 100 ცალი აუდიო წიგნი CD პრინტაბელული დისკების სახით ფერად მუყაოს ყდებში ადაპტირებული ბრაილის შრიფტით.
2017 წლის 4 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება № კ–137 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ „ჰერა“–ს შორის. ხელშეკრულების საგანია პროექტის „კულტურულ შემოქმედებით ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევი 2017–2018–ის გახმოვანება და კომპაქტ–დისკზე ჩაწერა განხორცილება. სახელშეკრულებლო თანხა შეადგენს 1210 (ერთი ათას ორას ათ) ლარს. სულ გამოშვებულ იქნა 200 ცალი აუდიო წიგნი მუყაოს ყდებში. აუდიო წიგნის გარე ყდა ადაპტირებულია ბრაილის შრიფტით.
2017 წლის 29 ივნისს დაიდო მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულება № 19/1 ერთის მხრივ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და მეორეს მხრივ – აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ „ჰერა“–ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სოციალური საწარმო აუდიო–მულტი სტუდია „ჰერა“–ს აუდიო წიგნების სამყარო“–ს დაფინანსება ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრებით 19069 ლარი და 00 თეთრის ოდენობით. პროექტის ძირითადი მიზანია უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარების თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიო მხატვრულ ლიტერატურაზე და ასევე საქართველოში პირველად აუდიო წიგნებს გამოვუშვებთ ერთ გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის სახით.
2017 წლის 20 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ # 2017–152 ერთის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და მეორეს მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირი „ჰერა“ –ს შორის. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენს „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოკლე ვერსიის აუდიო ჩანაწერის მომზადება და ტირაჟირება. აუდიო ჩანაწერები განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
2016 წლის 11 მაისს დაიდო ხელშეკრულება ერთის მხრივ, შპს „საბა“ –სა (რეალიზატორი) და მეორეს მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ „ჰერა“–ს (გამყიდველი) შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს რეალიზატორის სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, გამყიდველის მიერ აუდიო ფორმატის ჩანაწერების სარეალიზაციოდ მომზადება და განთავსება ვებ–გვერდზე. ამ ხელშეკრულების თანახმად რეალიზატორის მიერ ფორმირებულ უსინათლოების ბაზაში არსებულ მომხმარებლებისათვის უსასყიდლოდ გადასცეს სრული აუდიო ჩანაწერები.
2017 წლის 20 თებერვალს ს/ს „ფინკა ბანკი საქართველოსა“ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება # 170218. ხელშეკრულების საგანია: დაამზადოს საბავშვო წიგნის აუდიოჩანაწერი და მოახდინოს მისი ტირაჟირება 300 ერთეულის ოდენობით განსაკუთრებული პირობების ერთ-ერთი მუხლის შესაბამისად აუდიო წიგნი უნდა იყოს გახმოვანებული ორი ადამიანის მიერ: ძირითადი გამხმოვანებელი (ქალი) და აუდიოდესკრიპტორი (გოგონა); ასევე აუდიო ჩანაწერი უნდა გაფორმდეს მუსიკის დამკვეთთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
2016 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და ASB საქართველოს ერთობლივი ორგანიზებით, "ევროკავშირისა" და "პური მსოფლიოსთვის" ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016, სადაც პირველად, გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაცია "წლის სოციალური საწარმო", აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა სოციალური საწარმო აუდიო-მულტი სტუდია "ჰერა".
2016 წლის 4 აპრილს ფონდ „აბილისსა“ (ფინეთი) და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება # 16AA016-FT 2484.00 ევროს ოდენობის გრანტის მინიჭების (ან გაცემის) შესახებ. გრანტი გაიცემა ნაწილ-ნაწილ ტრანშის მიმღების მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროექტის რეალიზების მიზნით.
2016 წლის 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის უსინათლოთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ სახსრებით შემდეგი პროდუქციის დამზადებისათვის „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 2015 წელი - ჩაწერა და ტირაჟირება. სულ გამოშვებულ იქნა 100 ეგზემპლიარი აუდიო წიგნი ადაპტირებული ბრაილის შრიფტით.
2016 წლის 23 მაისს დაიდო მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულება # 7/1 „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა“ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სოციალური საწარმო აუდიო-მულტი სტუდია გუშინ, დღეს, ხვალ“ განსახორციელებლად პროექტით ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების გადაცემა.
2016 წლის 28 აპრილს დაიდო ხელშეკრულება # 2016/84 „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა“ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანია ევროპის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებისათვის გათვალისწინებული სასაჩუქრე აუდიო წიგნების მომზადება და მიწოდება. სულ მომზადებულ იქნა 300 ეგზემპლიარი აუდიო წიგნი ადაპტირებული ბრაილის შრიფტით.
2016 წლის 18 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება # 04-47/2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს აუდიო წიგნების დამზადების მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულება დაიდო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. სულ მომზადებულ იქნება 26 აუდიო წიგნი.კავშირმა „ჰერა“-მ უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელოების ტექსტის ადაპტაცია, სახელმძღვანელოს გახმოვანება ორი პირის - ძირითადი გამხმოვანებლისა და აუდიოდესკრიპტორის მონაწილეობით, სახელმძღვანელოების სრული ვერსიის თითო ეგზემპლიარის დაფორმატება და შესაბამის დისკზე MP3 ფორმატით ჩაწერა.
2016 წლის 1 მარტს დაიდო ხელშეკრულება პ-21 ერთის მხრივ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 23 თებერვლის # 02/125 ბრძანების თანახმად. ხელშეკრულების საგანია ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი „ჰერა“-ს პროექტის „უსინათლოთა და მცირემხედველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა მხატვრულ ლიტერატურაზე“ ხელშეწყობის თაობაზე. პროექტის ფარგლებში ძირითადად ჩაიწერა ქართველი მწერლების ცნობილი პიესები და სულ გამოშვებულ იქნა 200 ცალი აუდიო წიგნი. პროექტის
2015 წლის 18 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება # 18/12/15-1 ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მეორეს მხრივ, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს მიერ. ხელშეკრულების საგანია ვიდეო კომიქსის (მულტი წიგნების) კომპაქტ დისკზე ჩაწერის შესყიდვა. მათი რაოდენობა შეადგენს 3000 ცალს.
2015 წლის 13 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება # 11-136/2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ააიპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანია პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“.
2015 წლის 28 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ერთის მხრივ შპს „მაგთიკომსა“ და მეორეს მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანი: კერძოდ, მაგთიკომი დააფინანსებს სტუდია „ჰერა“-ს მიერ შემეცნებითი-სასწავლო ხასიათის ნაწარმოების „საქართველო და ქართველები“ და „ყოველი საქართველო“ აუდიო ვერსიის (აუდიო წიგნის) ჩაწერა-გამოცემას. აუდიო წიგნი ძირითადად განკუთვნილია უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. წიგნის ტირაჟი შეადგენს 500 ეგზემპლიარს.
2015 წლის 5 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება # 880/06 გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ, ერთის მხრივ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეორეს მხრივ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანია აუდიოვიზუალურ მატარებლებზე განთავსებული ლიტერატურის შესყიდვა. აუდიო წიგნების რაოდენობა შეადგენს 114 ცალს.
2015 წლის 3 ივნისს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ნაწილში) გახმოვანებას ქართულ ენაზე და კომპაქტ-დისკზე ჩაწერას. სულ გამოშვებულ იქნა 500 ცალი აუდიო წიგნი, რომელიც გაახმოვანა საქართველოს სახალხო არტისტმა, სახელმწიფოსა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატმა ნუგზარ ყურაშვილმა.
2015 წლის 20 აპრილს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით (SPA 150010028) დაიდო ხელშეკრულება # 117. მის საგანას წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საჭიროებისათვის აუდიო წიგნების შესყიდვა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამოსაშვები რაოდენობა არის 42 დასახელების 252 ცალი აუდიო წიგნი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერა“-ს შორის 2015 წლის 12 მარტს დაიდო ხელშეკრულება # პ-51. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კავშირ „ჰერა“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტის „უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობა“. პროექტის შედეგად მომზადებული იქნა 300 ცალი აუდიო წიგნი, რომლებიც გადაეცათ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს.
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში 2 ივნისის 2014 წლის ხელშეკრულების # TBI 6/2014 მიხედვით დააფინანსა პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აუდიო წიგნების ინტერნეტ–ბიბლიოთეკის შექმნა“. პროექტის შესრულების ვადაა: 02.06.2014 – 25.12.2014წ. ამ პროექტით უზრუნველყოფილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (უსინათლოები, ეტლით მოსარგებლეები, საწოლზე მიჯაჭვულები და სხვა) ლიტერატურაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი.
2014 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II–ს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა გადმოგვცა სიგელი, რომელიც გვეძლევა პროექტისთვის „აუდიო–მულტი წიგნები ქართული დიასპორისათვის“, როგორც 2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებისათვის. პროექტის ფარგლებში მომზადდება 400 ცალი აუდიო და მულტი წიგნი, რომლებიც შემდგომში გადაეგზავნება ქართული დიასპორის ახალგაზრდა თაობას.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებულ იქნა პროექტი „სტუდია „ჰერა“ და თანამედროვე ბაზარი“ (ხელშეკრულება # Se 1.2.1.3./2013/12). პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სოციალური საწარმოს ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად სამიზნე სეგმენტის გამრავალფეროვნება და მათზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. პროექტის შესრულების ვადაა 23.12.2013 – 28. 02.2014 წწ.
2012 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ექვს თვიანი საგრანტო ხელშეკრულება სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან დამტკიცებული პროექტის “სოციალური საწარმო “ჰერა”–ს სერვის–ცენტრის განსახორციელებლად”. ეს სოციალური საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება უფასოდ, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ქართულენოვანი ხმოვანი სინთეზატორის მეშვეობით უსინათლო ბენეფიციარებისათვის კომპიუტერული სწავლება. სულ ტრენინგები გაიარა სამმა უსინათლო ბენეფიცარმა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მომსახურების სოციალური საწარმო, სადაც დასაქმდა კავშირის 4 წევრი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ომის ვეტერანები).
2012 წლის მაისში დაიდო ხელშეკრულება ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან გრანტის მინიჭების შესახებ. პროექტის სახელწოდებაა: “ჩვენი მრავალეთნიკური და კულტურულად მრავალფეროვანი საქართველო”. პროექტის შედეგად გამოშვებულ იქნა 1500 ცალი აუდიო წიგნი, რომელიც შემდგომში უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ქ. თბილისის 202 უსინათლოთა საჯარო სკოლას, ქ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს, სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას და დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში.
2011 წლის 24 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან გრანტის შესახებ (G11–4005/653 2011 წლის 24 ნოემბერი). პროექტის სახელწოდებაა “სოციალური საწარმო – ხმის ჩამწერი სტუდია “ჰერა”. გრანტის მოქმედების პერიოდია 25.11. 2011 წ. – 24.06.2012წ. მოცემული პროექტის მხარდაჭერა განხორციელდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სახსრებიდან. სოციალურ საწარმოში დასაქმდა 7 იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. გრანტის მოქმედების პერიოდში მომზადდა სარეალიზაციოდ ხუთი აუდიო წიგნი ბავშვებისათვის და ოცი აუდიო წიგნი უფროსებისათვის.
2010 წელს ქ. თბილისის მერიამ დააფინანსა პროექტი “ქართველი, აფხაზი და ოსი უსინათლო პირთა ურთიერთდაახლოებისა და ერთიან ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციის ხელშეწყობა” (ხელშეკრულების # 011011/10/186 26 მარტი, 2010წ). პროექტის მთავარი მიზანი იყო, პირველ რიგში, აუდიო წიგნების გამოშვება ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე, მათი კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მეორე რიგში, ამ აუდიო წიგნების გავრცელება დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
კავშირმა “ჰერა”–მ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნვლობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის” 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის უსინათლოთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამაში. (ხელშეკრულება # 7შ9991155509ჰ/1 2009 წლის 1 ივლისი). პროგრამის მთავარი მიზანი იყო მხატვრული და სამეცნიერო–პოპულარული ლიტერატურის გახმოვანება (სულ 20 427გვ.), მათი ჩაწერა კომპაქტ–დისკებზე 15 ეგზემპლიარად, კოპირება და გავრცელება საქართველოს რეგიონებსი მდებარე ბიბლიოთეკებსა და სპეციალიზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პერიოდი 01.07.2009წ. – 31.12.2009წ.
პროექტი “თქვენი სიცოცხლე, თქვენი სამუშაო, თქვენი მომავალი” დაფინანსდა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”–ს მიერ “მსოფლიო ბანკის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში ( კოდი IntCSS/04/09-16269). პერიოდი 01.06.2009 – 01.12.2009 წწ. პროექტის მიზანი იყო კავშირ “ჰერა”–ს ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, გურჯაანის ქ. #22) საინფორმაციო–საკონსულტაციო ბიზნეს–ცენტრის ჩამოყალიბება. სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაცია საზოგადოებაში: უფასო კომპიუტერული კურსების ჩატარება, ტრენინგების ჩატარება მარკეტინგში, მენეჯმენტში, ფსიქოლოგიაში, კონფლიქტოლოგიასა და სამართალმცოდნეობაში. ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 35 პირი.
2008 წლის თებერვლიდან ფონდი “ღია ინსტიტუტი – ბუდაპეშტი”–ს მხარდაჭერით დაფინანსდა პროექტი “საქართველოში მცხოვრები ნაციონალური უმცირესობების (აფხაზები, ოსები) კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერად ხმის ჩამწერი სტუდიის შექმნა”. ხმის ჩამწერი სტუდია “ჰერა” შეიქმნა ჩვენი კავშირის ოფისის ბაზაზე. პროექტის კოდია AC/N/01/08 – 15507. პროექტის შესრულების ვადებია: 2008 წლის 1 მარტი – 2009 წლის 01 მარტი. პროექტის ძირითადი მიზანი იყო აუდიო წიგნების ჩაწერა ქართულ, რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე და მათი უსასყიდლოდ გავრცელება დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს პროექტი არის პატარა მარცვალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და ჩატეხილი ხიდის გამთლიანებაზე.
კავშირმა “ჰერა”–მ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საქართველოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის” ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებათა შესყიდვაზე. ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 21 აგვისტოს (ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ # 36/პ). პროექტის ფარგლებში გამოშვებულ იქნა 200 ცალი სხვადასხვა ჟანრის აუდიო წიგნი, 100 ცალი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი. სულ დასაქმდა 33 ბენეფიციარი, აქედან 12 შშმ პირი. პროგრამა დასრულდა 2006 წლის 31 დეკემბერს.