ჩვენს შესახებ

აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი „ჰერა“
სოციალური საწარმო - აუდიო მულტი სტუდია „ჰერა“

 

2011 წლის ნოემბერში აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ „ჰერა“–ს მიერ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სახსრებით, ჩამოყალიბებულ იქნა სოციალური საწარმო „ხმის ჩამწერი სტუდია ჰერა“, რომლის სოციალურ მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და უსინათლო, მცირემხედველი, ყრუ და სმენადაქვეითებული ბენეფიციარების თანაბარი ხელმისაწვდომობა ლიტერატურასა და ინფორმაციაზე, ხოლო ეკონომიკურ მისიას წარმოადგენს რეალიზებული პროდუქციის მოგების ნაწილის რეინვესტირება ამ საწარმოში. ჩვენი აზრით სოციალურმა საწარმომ უნდა მოახდინოს კავშირის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფა, რათა შემდგომში თვითონ სოციალურმა საწარმომ მოახდინოს თანხების აკუმულირება თავისი წევრებისათვის გრანტებისა და კრედიტების გასაცემად. სოციალურმა საწარმომ ეკონომიკური საქმიანობა დაიწყო 2012 წლის მარტში. მის მიერ გამოშვებული აუდიო და მულტი წიგნები დარიგებულ იქნა საქართველოში არსებულ წიგნის მაღაზიათა ქსელებში, როგორიცაა: შპს „ბიბლუსი“, შპს „პარნასი“, შპს „ლატერნა“, შპს „ლიბრა“, შპს „სანტა ესპერანსა“, შპს „ბუქსითი“, შპს„ წიგნის სამყარო“, შპს „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ და სხვა. ამჟამად აუდიო–მულტი სტუდია „ჰერა“–ში დასაქმებულია 15–მდე ბენეფიციარი, აქედან 8 – დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დანარჩენები ომის ვეტერანები და ომის ინვალიდები.

 

ინტერნეტ ბიბლიოთეკის შექმნაზე მონაწილეობდნენ:
პროექტის ავტორი ხვიჩა გუნია
ვებ დიზაინერი ვალერი ჩიჩუა
ოპერატორ-პროგრამისტი ვახტანგ შკრიაბაი
ლევან ძირტკბილაშვილი
ეთერ ჯიმშელეიშვილი
ადმინისტრატორი ზვიად ჯოჯუა