აუდიო წიგნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
აუდიო წიგნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის','2015 წლის 3 ივნისს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ ჰერა-ს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ნაწილში) გახმოვანებას ქართულ ენაზე და კომპაქტ-დისკზე ჩაწერას. სულ გამოშვებულ იქნა 500 ცალი აუდიო წიგნი, რომელიც გაახმოვანა საქართველოს სახალხო არტისტმა, სახელმწიფოსა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატმა ნუგზარ ყურაშვილმა.
პრეზენტაცია
2014 წლის 12 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერა“–ს მიერ წარმოდგენილი პროექტის –„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აუდიო წიგნების ინტერნეტ–ბიბლიოთეკის შექმნა“ პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსდა პოლონეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის საელჩოს მიერ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: პოლონეთის საელჩოს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე თბილისის #202 საჯარო სკოლის (უსინათლოთა სკოლა–პანსეონი) მოსწავლეები.